суббота, 24 апреля 2010 г.


1.პროექტის სახელი: ვ.ვ.მაიაკოვსკი
2।პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან ინფორმაციას ვ।ვ।მაიაკოვსკიზე და მოაწყობენ ექსკურსიას ბაღდადში.
3।პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეთა პირველი შეკრება:

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პროექტის თემას და მიზნებს;

მასწავლებელი პროექტის მონაწილე მოსწავლეებს ჰყოფს ხუთ სამუშაო ჯგუფად।თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება ექვსი მოსწავლე। თითოეული ჯგუფი აირჩევს თავის ლიდერს।

მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას ისტ– ის გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია:

ა) ვ।ვ।მაიაკოვსკის ბიოგრაფიაზე;

ბ) ვ।ვ। მაიაკოვსკის პოეზიაზე;

გ) ვ।ვ।მაიაკოვსკის კარიკატურებზე;

დ) ვ।ვ।მაიაკოვსკი და საქართველოზე;

ე) მეხუთე ჯგუფმა დაგეგმოს ექსკურსია ბაღდადში।

მოპოვებული ინფორმაცია და სურათები თითოეულმა ჯგუფმა შეიტანოს კომპიუტერში და წარმოადგინოს პრეზენტაციაზე ერთი თვის შემდეგ।

პროექტის მონაწილეთა მეორე შეხვედრა – პრეზენტაცია।

პროექტის მონაწილეთა მესამე შეხვედრა – ექსკურსია ბაღდადში.
4।მონაწილეთა ასაკი: თხუთმეტი – თექვსმეტი წელი.
5।ვადები /ხანგრძლივობა: ორი თვე.
6।პროექტის შესაძლო აქტივობები: დავალებების განაწილება, პრეზენტაცია, ექსკურსია.
7।მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გადაიღებენ ექსკურსიის ამსახველ სურათებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს,ინტერნეტში შექმნიან პროექტის ვებ – გვერდს.
8।სარგებელი სხვებისათვის: ექსკურსიაში მონაწილეობა შეეძლებათ მშობლებს და დაინტერესებულ მასწავლებლებს.
9.სამუშაო ენა: რუსული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: –
11।საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები განავითარებენ საკუთარი აზრის ზეპირად და წერილობით გამოხატვის, დამოუკიდებელი მუშაობის, ინფორმაციის მოპოვების, თანამშრომლობის, ორგანიზებულობისა და შემოქმედებითობის უნარ – ჩვევებს।

გამოიყენებენ ისტ – ის საშუალებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისათვის, შემდგომში შედეგების სხვებისათვის მიწოდების მიზნით.
12।პროექტის ფასილიტატორი: მარიზა მელქაძე.
13.ფასილიტატორის ელ।ფოსტა: mmelqadze2010@gmail.com
14.პროექტის ვებ–გვერდი /ბლოგი: mmelqadze.blogspot.com